გასტროეზოფაგური რეფლუქსი და გასტრიტი

Medical House აგვ 12,2022

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD) გამოწვეულია კუჭის შიგთავსის საყლაპავში დაბრუნებით.

გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის ~ 5%-ში.

ისკ- ფაქტორებია:

  • მოწევა
  • ალკოჰოლი
  • ყავა
  • ცხიმიანი საკვები
  • დიდი რაოდენობით საკვები
  • სიმსუქნე
  • დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
  • მჭიდრო ტანსაცმელი
  • ორსულობა
  • სისტემური სკლეროზი
  • საყლაპავის ლორწოვანის დაზიანება, საყლაპავის წყლული, საყლაპავის კეთილთვისებიანი შევიწროება და სხვ.,
  • საყლაპავის სისხლდენა
  • ანემია
  • წამლები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, რკინის დანამატები და სხვ.)


GORD-მა შეიძლება გამოიწიოს:

კლინიკური ნიშნები:

  • გულძმარვა: ყველაზე გავრცელებული სიმპტომი- წვა მკერდის ძვლის უკან ან მუცლის ზედა ნაწილში;
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოხრის, დახრის ან წოლისდა ცხელი სასმელების მიღებისას;
  • ჭარბი ნერწყვდენა;
  • მჟავის გადინება პირის ღრუში - განსაკუთრებით ჰორიზონტულ მდგომარეობაში;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ღამის ხველა/ ცემინება.

აღნიშნული სიმპტომებისას მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც გამოკითხვის, გასინჯვის საფუძველზე დაგინიშნავთ სათანადო კვლევებს, აგიხსნით დაავადების ბუნებას, მკურნალობის გზებს, დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის შემუშავებაში.

ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას , ვინაიდან წამლებმა შეიძლება შეგიმსუბუქოთ ჩივილები, მაგრამ დაავადებამ განიცადოს პროგრესირება.

მედიქალ ჰაუსი - მთელი ოჯახის ჯანმრთელობა!