სტრესი

Medical House აპრ 20,2021

აპრილის თვეში მსოფლიოში სტრესის შესახებ ცნობადობის ამაღლების სხვადასხვა კამპანიები იმართება.

რა არის სტრესი?

ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფორმით განვიცდით სტრესს. ამიტომაც, სტრესის უნიფიცირებული განმარტება არ არსებობს, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობით, სტრესი არის ფიზიკური, მენტალური ან ემოციური დაძაბულობა.

ეს არის ადამიანის რეაქცია სიტუაციაზე, როდესაც ის გრძნობს შფოთვას ან საფრთხეს.

სტრესის დაძლევის გზების ცოდნა და სათანადო მკურნალობის აღმოჩენა დაგეხმარებათ სტრესული შეგრძნებებისა და სიმპტომების შემცირებაში.

სტრესულ მოვლენაზე რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:

  • თვითრწმენის ნაკლებობა, შოკური მდგომარეობა;
  • მოწყენილობის, იმედგაცრუების და უსუსურობის შეგრძნება;
  • კონცენტრირებისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულე;
  • თავის, ზურგის ტკივილი და კუჭის პრობლემები;
  • მავნე ჩვევების შეძენა.

  • სტრესი გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენს გონებრივ, არამედ ფიზიკურ მდგომარეობაზეც.

    თავის ტკივილი, კუჭის აშლილობა, დეპრესია და ისეთი სერიოზული პრობლემებიც კი, როგორებიცაა ინსულტი და გულის დაავადებები, შეიძლება სტრესის შედეგი იყოს.

    სტრესულ სიტუაციაში მოხვედრისას, სისხლში გამოიყოფა სტრესის სპეციფიკური ჰორმონები, რაც იწვევს გულისცემის, არტერიული წნევის და გლუკოზის დონის ზრდას.

    სტრესის გადასალახად, აუცილებელია ისწავლოთ ისეთი მოვლენებთან გამკლავება, რომლის შეცვლაც თქვენ არ შეგიძლიათ.

    ხშირად სტრესის მიზეზი ჩვენთვის გადაულახავი მიზეზებია, ამიტომ:

  • გააცნობიერეთ და აღიარეთ როდის კარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე;
  • არ აღელდეთ ისეთი სიტუაციების გამო, რომლის შეცვლაც არ შეგიძლიათ;
  • გააკონტროლეთ თქვენი რეაქციები და გონების ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც თავს მშვიდად გაგრძნობინებთ;
  • დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, ორიენტირდით პიროვნულ ზრდაზე და დაისახეთ რეალისტური მიზნები.

  • რამდენიმე იდეა, რომლებიც დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში:

  • იზრუნეთ საკუთარ თავზე - იკვებეთ ჯანმრთელად, ივარჯიშეთ რეგულარულად, იძინეთ ბევრი, დაისვენეთ, თუ სტრესი გაქვთ;
  • გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ოჯახის წევრს, მეგობარს, ექიმს;
  • მოერიდეთ ალკოჰოლს. მისმა მიღებამ შეიძლება დამატებითი პრობლემები გაგიჩნოთ და გაზარდოს სტრესი, რომელსაც უკვე გრძნობთ;
  • აღიარეთ, როდესაც დახმარება გჭირდებათ - იცოდეთ როდის უნდა ესაუბროთ ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს ან ნებისმიერ მრჩეველს.

  • პოტენციურად ყველაზე ღირებული სტრესის დაძლევისთვის არის ის, თუ როგორ ესაუბრებით სხვებს სტრესზე.ამას ორი მხარე აქვს: უნდა შეგეძლოთ თქვენი პრობლემების შესახებ საუბარი სხვებთან და ასევე მოუსმინოთ სხვებს, რომლებიც თქვენთან მოვლენ თავიანთ პრობლემებზე სასაუბროდ.