როდისაა აუცილებელი ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) ოპერაცია

Medical House ივლ 15,2021

ნუშურა ჯირკვლების პათოლოგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ბავშვებში. გლანდები ის ლიმფური სტრუქტურებია, რომლებიც ორგანიზმში პათოგენის შეჭრისას, ორგანიზმის პირველ იმუნურ პასუხს განაპირობებს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ისინი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სულაც არ არის, ზოგიერთი კი - პირიქით.

ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვესაუბრეთ "მედიქალ ჰაუსის" პედიატრსა და იმუნოლოგ-ალერგოლოგს - ექიმ რამაზ ღულაძეს.

- ბ-ნო რამაზ, რა არის გლანდები და რა ფუნქცია აკისრიათ მათ?

ნუშურები ლიმფური ქსოვილია და შესაბამისად - იმუნური სისიტემის ნაწილია. ისინი აფერხებენ ინფექციის გავრცელებას ზემო სასუნთქი გზებიდან ქვემო სასუნთქ გზებში. თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება ნუშურები თავად გახდეს ქრონიკული ინფექციის წყარო. შეიძლება ითქვას, რომ ის ორგანიზმში ასრულებს ორ ფუნქციას, ერთი მხრივ იცავს ორგანიზმს, მეორე მხრივ კი - თავად ხდება მავნებელი.

- აუცილებელია თუ არა მათი ამოჭრა?

თუ წელიწადში ვითარდება 7 ჩირქოვანი ანგინა, რომელიც ექიმის მიერ არის დადასტურებული, მაშინ შესაძლებელია გლანდების ამოკვეთა. გარდა ამისა, ოპერაციის გაკეთება ნებადართულია მაშინაც, თუ ნუშურები იმდენად დიდია, რომ კეტავს სასულის შესასვლელს და ხელს უშლის სუნთქვას. რაც შეეხება ოპერაციის რეკომენდირებულ ასაკს, თუ ეს მიზეზები ნამდვილდ არსებობს, ოპერაციის გაკეთება შეიძლება ნებისმიერ ასაკში.

- რა შეიძლება გლანდების უსაფუძვლო ამოჭრამ გამოიწვიოს?

ნუშურების ამოკვეთა არის ჩვეულებრივი ოპერაცია, რომელსაც გააჩნია თავისი რისკები. ნუშურების უსაფუძვლოდ ამოჭრამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება და ყელის სიმშრალე.

- რა უნდა გავითვალისწინოთ ოპერაციის შემდგომ?

ოპერაციის გაკეთების შემდეგ აუცილებელია პაციენტმა დაიცვას მკაცრი დიეტა და მოერიდოს ფიზიკურ დატვირთვას. იმისთვის, რომ პაციენტმა პოსტოპერაციული პერიოდი ნაკლებად მტკივნეულად და გართულებების გარეშე გადაიტანოს, არ უნდა მიიღოს:

  • ცხარე,
  • მჟავე,
  • ნიგვზიანი საკვები
  • გაზიანი სასმელები.

პაციენტმა ამ პერიოდში უნდა მიიღოს მხოლოდ ის პროდუქტი, რომელსაც ექიმი ურჩევს.

გლანდებისა და ცხვირ-ხახის ლიმფური ჯირკვლების შესახებ მეტის გასაგებად გაეცანით ჩვენს ბლოგს ან დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.