რა მოვიმოქმედოთ მოწამლვისას, სანამ სასწრაფო დახმარება მოვა

Medical House სექ 13,2021

მოწამვლა გულისხმობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა ნივთიერებების გადაყლაპვის, შეხების, ჩასუნთქვის ან ინექციის შედეგად. მოწამვლა შესაძლოა გამოიწვიოს საკვებმა და საწმენდმა საშუალებებმაც კი. ამ დროს ყველაზე მგრძნობიარენი არიან ბავშვები, რომლებიც საპნითაც კი შეიძლება მოიწამლონ.

სხვასასხვა ნივთიერებით მოწამვლას განსხვავებული კლინიკური გამოვლინება ახასიათებთ, მათ შორის ყველაზე ხშირია:

  • სიფერმკრთალე;
  • სიწითლე ტუჩების გარშემო ან კანზე;
  • ღებინება;
  • არასასიმოვნო სუნი ბაგეებიდან;
  • ძილიანობა;
  • საჭმლის მონელების სისტემის დარღვევა;
  • შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა;
  • ტემპერატურის აწევა.

თუმცა, გამოვლინება ასევე დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თუ ადამიანი მოიწამლა, სანამ სასწრაფო დახმარება მოვა შეგვიძლია პირველადი დახმარება გავუწიოთ მას.

  • მოწამვლა რაიმეს გადაყლაპვით - დაბანეთ პირი და კარგად გამოავლებინეთ პირის ღრუ. თუ შესაძლო შხამი არის ისეთი ნივთიერება, მაგალითად სახლის მოვლის ქიმიური საშუალება, რომელსაც აქვს ინსტრუქცია, გაეცანით ეტიკეტს.
  • შხამი კანზე - გახადეთ დასვრილი ტანისამოსი. დაბანეთ ადგილი გამდინარე წყლით 15-20 წუთის განმავლობაში. ამ დროს მნიშვნელოვანია ხელთათმანების გამოყენება.
  • პრობლემა თვალში - ნაზად დაბანეთ თვალი ოდნავ თბილი გამდინარე წყლით მინიმუმ 15 წუთის გამნავლობაში.
  • მოწამვლა აირით - დაუყოვნებლივ გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე.
  • თუ ადამიანი აღებინებს, დაუხარეთ ან გვერდზე გადაუწიეთ თავი, რათა არ დაიხრჩოს.
  • თუ ეჭვობთ, რომ მოწამვლა აბების მიღებით არის გამოწვეული. გადაეცით ეს ინფორმაცია სასწრაფოს, ასევე, დაუსახელეთ, რომელმა პრეპარატმა გამოიწვია მდგომარეობა.
  • თუ საქმე გვაქვს ალკოჰოლურ მოწამვლასთან, დაზარალებულს უნდა გამოვურეცხოთ კუჭი, სანამ სისხლმა მთლიანად არ შეიწოვა ალკოჰოლი. დაალევინეთ მოწამლულს რამდენიმე ჭიქა ადუღებული წყალი, რათა გამოიწვიოთ ღებინება. მიაღებინეთ ბევრი სითხე, რათა დაიცვათ ორგანიზმი გაუწყლურებისგან.
  • საკვებით მოწამვლისას, ასევე რეკომენდირებულია ღებინების გამოწვევა. დაალევინეთ დაზარალებულს სოდიანი წყალი. ასევე, მიაღებინეთ ბევრი სითხე.

თუ მდგომარეობა რთულია, აუცილებლად მიიყვანეთ პაციენტი ექიმთან, რათა დაზარალებულმა მიიღოს პროფესიონალების დახმარება.