თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები

Medical House სექ 24,2021

თამბაქოს მავნებლობის შესახებ ბევრს აქვს ინფორმაცია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი მოხმარება შეიძლება უშუალოდ გახდეს სიკვდილის მიზეზი. მეიოს კლინიკის მიხედვით აშშ-ში ყოველი 5 გარდაცვალებიდან ერთი თამბაქოს მოწევასთანაა დაკავშირებული. ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ ადამიანის სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი თამბაქოა. აქ ჩამოთვლილია გართულებები, რომლებსაც თამბაქოს აქტიური, ან პასიური მოწევა იწვევს:

  • პრობლემებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში;
  • მხედველობის დაქვეითებას;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას;
  • იმუნური სისტემის დასუსტებას;
  • კანის ნაადრევ დაბერებას;
  • კბილების მინანქარის დაზიანებას;
  • ცუდი ძილს;
  • ძვლების დასუსტებას;
  • სმენის დაქვეითებას;
  • ზრდის ფსორიაზის რისკს;
  • კრონის დაავადებას;
  • მოწევა ნეგატიურად მოქმედებს სპერმის ხარისხზე და კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესზე. ამცირებს განაყოფიერების შანსს;
  • ზრდის ფილტვის, პირის ღრუს, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის და თირკმელის კიბოს შანსს;
  • იწვევს ფილტვისქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს, რომლებიც სუნთქვის გაძნელებასთანაა დაკავშირებული;
  • მწეველებში მაღალია ინსულტის და გულის დაავადებების რისკი;
  • თამბაქოს მოწევა, თუნდაც პასიური, ნეგატიურ გავლენას ახდენს ფეხმძიმე ქალის ნაყოფზე;
  • თამბაქომ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფილტვის კიბო, გულის დაავადება, ემფიზემა, ალერგია და ასთმა.

თამბაქოს ნეგატიური გავლენის ნუსხა რეალურად გაცილებით ვრცელია, ამიტომ გირჩევთ დროულად დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას. ასევე, თუ თქვენს ოჯახში არიან მწეველები, სთხოვეთ მათ სახლში მოწევისგან შეიკაონ თავი, რათა პასიური მოწევით ოჯახის წევრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.