დეპრესია მოზარდებში

Medical House მაი 21,2021

უგუნებობა და სევდიანი განწყობა ყველა მოზარდის ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, თინეიჯერი სიცარიელეს გრძნობს და ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასის, ცხოვრების სურვილი უქრება, რაც სერიოზულ პრობლემაა. ხშირად მშობლებს დრო არ აქვთ ან უბრალოდ ვერ აცნობიერებენ პრობლემის არსს და შვილის ასეთ მდგომარეობას სერიოზულად არ უყურებენ. თუმცა, პრობლემა მწვავეა და შეუძლია თქვენი შვილის მომავალი მთლიანად შეცვალოს.

დეპრესია სქესობრივი მომწიფების პერიოდის პათოლოგიაა. გოგონებში ის უფრო ხშირად ვითარდება სქესობრივი მომწიფების წინა ანუ პრე-პუბერტალურ და ვაჟებში - სქესობრივი მომწიფების შემდგომ ანუ პოსტ-პუბერტალურ პერიოდებში.

დეპრესიის გამომწვევ მიზეზებს შორის გადამწყვეტ როლს გენეტიკური ფაქტორები ასრულებენ. მოზარდები, რომლებსაც დეპრესიისკენ მიდრეკილი მშობლები ჰყავთ, თავადაც მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. ხელშემწყობად ითვლებიან ისეთი ფაქტორები, როგორებცაა: კონფლიქტი ოჯახში, მშობლების გარდაცვალება, მძიმე სოციალური ფონი, დაბალი თვითშეფასება და საკუთარი პერსონალის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინება.

დეპრესიის კლინიკური გამოვლინება

დეპრესიის გამოხატულება შეიძლება იყოს ჩამორჩენა სწავლის პროცესში, ამავდროულად ხასიათის ცვლილებები. თუმცა არსებობს გამოვლინების უფრო მკაფიო ნიშნები:

  • გართობის მიმართ ინტერესის დაკარგვა;
  • სხეულის წონის კლება ან მატება და ამ პროცესის მიმართ ინტერესის არ არსებობა;
  • უძილობა და ძილიანობა;
  • ფსიქომოტორული აღგზნება ანუ აჟიტირება ან პირიქით - შეკავება;
  • უმიზეზოდ დაღლილობის და უენერგიობის შეგრძნება;
  • დანაშაულის შეგრძნება და ფიქრი იმაზე, რომ იგი არავისთვის არის საჭირო და სასარგებლო;
  • აზროვნებისა და კონცენტრაციის პრობლემები.

თუ ასეთი მდგომარეობა 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება შეიძლება დეპრესიის დიაგნოზი დაისვას.

დეპრესიის მკურნალობისთვის გამოიყენება როგორც მედიკამენტური, ისე ფსიქოთერაპიული მეთოდები. მკურნალობა ხდება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში და აუცილებლად მოითხოვს პროცესში ოჯახის ჩართულობას.

გასათვალისწინებელია ის, რომ დეპრესია შეიძლება გახდეს სუიციდის გამომწვევი მიზეზი, ამიტომ ამ მდგომარეობის უყურადღებოდ დატოვება დაუშევბელია.

პირველი, ვისაც შეუძლია ეჭვი მიიტანოს ბავშვის დეპრესიულ მდგომარეობაზე არის მშობელი. ამიტომ, ის ძალიან სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ამ საკითხს. საჭიროების შემთხვევაში ექიმების ჩარევა აუცილებელია.