ასაკოვანთა ვაქცინაციის აუცილებლობა

Medical House ოქტ 12,2021

მოსახლეობაში მიღებულია მოსაზრება, რომ ვაქცინაცია მხოლოდ ბავშვებს ესაჭიროებათ. თუმცა, ეს მითია, რომელიც საფრთხეს უქმნის ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ ზრდასრულმა ადამიანმა იმუნიზაცია არა მხოლოდ სეზონური ვირუსებისგან თავის დასაცავად უნდა ჩაიტაროს, არამედ დიფტერიის, წითელას, წითურას და ტეტანუსის წინააღმდეგაც (ტეტანუსის პასიური იმუნიზაცია - ანატოქსინის შეყვანა ტრავმული დაზიანების დროს, კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობაში მოხვდა მიწა ან ნაკელი).

შეგახსენებთ, რომ ქალბატონებისთვის, რომლებიც აპირებენ დაორსულებას ან შესაძლოა დაორსულდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიზაცია წითურაზე. თუ მანდილოსანს ორსულობის პერიოდის განმავლობაში შეეყრება ეს ვირუსი, შეიძლება ნაყოფის განვითარებას შეეშალოს ხელი ან მუცელი მოეშალოს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკოვანი პირები. ასაკის მატებასთან ერთად იმუნიტეტი სუსტდება და დაავადებებთან გამკლავება უფრო და უფრო რთულდება. ჩვეულებრივმა გრიპმაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას. როგორც ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა გრიპი ზრდის გულის შეტევის რისკს. ამიტომ, ნუ დააყოვნებთ და დროულად მოგვმართეთ იმუნიზაციისთვის. რისკ-ჯგუფებში ასევე შედიან სასუნთქი სისიტემის ქრონიკული დაავადებებისა და მეტაბოლური დაავადებების (მაგ.: დიაბეტი) მქონე პირები..


გაითვალისწინეთ, არავინ შეგატყობინებთ, რომ ვაქცინაციის დროა, ამიტომ, ინფორმაციის მისაღებად თქვენს ოჯახის ექიმს მიმართეთ. იმისათვის, რომ არც ერთი აცრა არ გამოგრჩეთ და დაიზღვიოთ ჯანმრთელობა, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში.