სუნთქვის ციკლის დარღვევა ძილის დროს

Medical House ივლ 21,2021

ძილის აპნოე დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილში ხვრინვა, სუნთქვის გაჩერება რამოდენიმე წამით და კვლავ აღდგენა. აშშ-ში ის, 18 მილიონ პირს აქვს დიაგნოსტირებული.

ძილის აპნოე ზრდის - არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეტევისა და არითმიის განვითარების რისკებს.

ძილის აპნოეს ახასიათებს:

დღის განმავლობაში ძილიანობა;
ადვილად გაღიზიანებადობა;
ღამით ძილის დროს სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები;
დილის საათებში თავის ტკივილი;
ყურადღების დეფიციტი;
კოორდინაციის და შრომის უნარის დაქვეითება;
პირის სიმშრალე და ყელის ტკივილი.


ძილის აპნოეს რისკ-ფაქტორებია:

ჭარბი წონა და სიმსუქნე. სიმსუქნე ხელს უწყობს ღამით სასუნთქი გზების შევიწროებას;
ქრონიკული ტონზილიტი და ადენოიდები ცხვირის ღრუში, რაც აფერხებს ჟანგბადის შესვლას სასუნთქ გზებში;
ალკოჰოლის და სედატიური მედიკამენტების მოხმარება, რაც იწვევს კუნთების რელაქსაციას;
ძილის აპნოეს ოჯახური ანამნეზი;
თამბაქოს მოხმარება;
ცხვირით სუნთქვის სხვადასხვა პრობლემები.

დიაგნოსტიკა ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით და პოლისომნოგრაფიული კვლევით. მკურნალობა მოიცავს რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებასა და ღამით ძილის დროს მუდმივად მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდებას.

კონსულტაციისთვის მოგვმართეთ!